reproduqciuli medicinis centri universi
ანდროლოგია ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია გინეკოლოგია გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები დერმატო-ვენეროლოგია ენდოკრინოლოგია ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF) კლიმაქტერული პერიოდის მართვა კრიო-პრეზერვაცია მამოლოგია მეანობა ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა რეპროდუქციული დარღვევები საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია სექსოლოგია სუროგაცია-დონაცია შობადობის რეგულაცია სქესობრივი განვითარების ანომალიები უნაყოფობა უროლოგია გამოკვლევები ოპერაციული გინეკოლოგია შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა

სასარგებლო ინფორმაცია

02.08.2018
ორსულობის განმეორებითი დანაკარგების პირველადი დიაგნოსტიკის პროგრამა

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერს“-ში  ევროკავშირი - საქართველოს  ბიზნეს საბჭოს  მხარდაჭერით  მოქმედებს ორსულობის განმეორებითი დანაკარგების პირველადი დიაგნოსტიკის პროგრამა.

ორსულობის განმეორებითი დანაკარგების პირველადი დიაგნოსტიკის პროგრამა მოიცავს შემდეგ სამედიცინო სერვისებს:

  • რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია;
  • ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა (4D Voluson E8)
  • საშოს ნაცხის კვლევა (ფაზურ-კონტრასტული, იმუნოფლუორესცენტური მეთოდებით)
  • გამოკვლევა იმუნურ ფაქტორებზე:
    • CD 56 განსაზღვრა (თერმოფიშერის აპარატით);
    • CD 16 განსაზღვრა (თერმოფიშერის აპარატით);
    • CD 19/+5 განსაზღვრა (თერმოფიშერის აპარატით);
    • ანტისხეულების (AEA) განსაზღვრა ენდომეტრიუმში (ELISA მეთოდით)
  • ჰისტეროსალპინგოგრაფია (კვერცხსავალი მილების გამტარობის დადგენა და საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიების დიაგნოსტიკა) (გამოკვლევისთვის საჭირო საკონტრასტო ნივთიერება პაციენტის უზრუნველყოფით)
  • ანდროლოგის კონსულტაცია
  • კომპიუტერული სპერმომორფოციტოგრამა (ფაზურ -კონტრასტული მეთოდით MT 4000&MT5000)

პირველადი დიაგნოსტიკის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისები მონაწილე პირთათვის არის 100%-ით სუბსიდირებული (დაფინანსებული) პროგრამის მიერ.

პროგრამით ასევე გათვალისწინებულია 102 ლარის ღირებულების მიზნობრივი მედიკამენტების მიწოდება.

პროგრამაში მონაწილეობისათვის წარმოებს წყვილების წინასწარი ჩაწერა

☎ ნომერზე 599 47 47 79

მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას 2/6

ქ. თბილისი, პ. მელიქიშვილის 17