reproduqciuli medicinis centri universi
ანდროლოგია ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია გინეკოლოგია გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები დერმატო-ვენეროლოგია ენდოკრინოლოგია ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF) კლიმაქტერული პერიოდის მართვა კრიო-პრეზერვაცია მამოლოგია მეანობა ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა რეპროდუქციული დარღვევები საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია სექსოლოგია სუროგაცია-დონაცია შობადობის რეგულაცია სქესობრივი განვითარების ანომალიები უნაყოფობა უროლოგია გამოკვლევები ოპერაციული გინეკოლოგია შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა

ყველაზე ხშირი შეკითხვები

  • შეიძლება თუ არა მამაკაცი იყოს უშვილობის მიზეზი და რამდენად ხშირად?

    საქართველოს მონაცემებით შემთხვევათა 40%-ში უნაყოფობის მიზეზს წარმოადგენს ქალი, 40%-ს მამაკაცი, ხოლო 20%-ში ორივე ერთდროულად.

  • რა შეიძლება იყოს მუცლის მოშლის მიზეზი და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

    განმარტება: „მუცლის მოშლა“ -  ორსულობის (ნაყოფისმიერი) დანაკარგები - თვითნებითი აბორტი, ანუ ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა ორსულობის 22 კვირის ვადამდე, ნაადრევი მშობიარობა არასიცოცხლისუნარიანი ნაყოფით, მკვდრადშობადობა (მათ შორის ნაყოფის განვითარების ანომალიებით).

    მიზეზები ძალზედ მრავალფეროვანია (იხილეთ ბმული).

    ყველა ვარიანტში ორსულობის პირველივე დანაკარგის შემთხვევაში ძალზედ მნიშვნელოვანია მიმართოთ სპეციალისტს! ორსულობის დანაკარგების მიზეზების სწორი და დროული დადგენის მნიშვნელობაზე მათ პროფილაქტიკაში მიუთითებს ის ფაქტი, რომ ორსულობის დანაკარგების შემთხვევაში შემდგომი ორსულობის ვადამდე მიყვანის შანსი საექიმო ჩარევის გარეშე შედგენს: 3 დანაკარგისას – 30%-ს; 4 დანაკარგისას – 25%-ს; 5 და მეტი - 5%, ამავე დროს დროული და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში ეს შანსი 70-85%-მდე იზრდება.

  • მოქმედებს თუ არა „უნივერსში“ ორსულთა პროგრამა?

    რმც „უნივერსში“ ანტერნატალური მეთვალყურეობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით ბმულში მითითებული სტანდარტების ფარგლებში.

  • რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება და ბავშვის და მოზარდის რეპროდუქციული ჯანმრთელობის რა პრობლემების დროს უნდა მიმართონ ექიმს?

    თუ თქვენს შვილს აღენიშნება:  ზრდაში ჩამორჩენა, ჭარბი წონა, სიმსუქნე, წონის დეფიციტი, აკნე, რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბების დარღვევები  (ვაჟებში - ნაადრევი სქესობრივი განვითარება, სქესობრივი განვითარების შეფერხება, გინეკომასტია, სტრიები, გოგონებში - ნაადრევი სქესობრივი განვითარება, სქესობრივი განვითარების შეფერხება, მენსტრუაციული ციკლის დაწყების (მენარქე) დაგვიანება ან ადრე დაწყება, ასევე მისი დარღვევები (გახანგრძლივებული, ჭარბი, მტკივნეული მენსტრუაციები, მენსტრუაციათა შორის სისხლდენები, მენსტრუაციების შეწყვეტა ან დაგვიანება), ჭარბთმიანობა, აკნე, სტრიები, გარეთა სასქესო ორგანოების წვა, ქავილი; ჭარბი და ხშირად სუნიანი გამონადენი საშოდან; მცირე სასქესო ბაგეების შეხორცება და სხვა) აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან ზემოაღნიშნული სიმპტომების უკან შესაძლოა ბევრად უფრო სერიოზული პათოლოგიები იმალებოდეს!

  • წლების განმავლობაში ვერ გვეღირსა ნანატრი შვილის ყოლა და თუ შეუძლია თქვენს კლინიკას რამით დახმარება?

    რმც "უნივერს"-ში უნაყოფობის მიზეზების დასადგენად გამოიყენება ყველა თანამედროვე მაღალინფორმაციული მეთოდი - ჰორმონული, იმუნოლოგიური, გენეტიკური, ულტრაბგერითი (4D) კვლევები, რენტგენოლოგიური ჰისტეროსალპინგოგრაფია დინამიკაში, ჰისტეროსკოპია, ლაპაროსკოპია, სპერმის რაოდენობრივ-თვისობრივი კვლევა, სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის ინდექსის დადგენა და ა.შ.

    რმც "უნივერს"-ში უნაყოფობის მკურნალობის მაღალეფექტურობას განსაზღვრავს წყვილის კომპლექსური, ინტენსიური შეფასება, გამოვლენილი ყველა სახის პათოლოგიების ადეკვატური  მართვის  შესაძლებლობა (კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები და ა.შ.).

    უნაყოფობის მართვის ტაქტიკის შერჩევისას კლინაკაში ითვალისწინებენ ე.წ. "ოქროს სტადარტს" - უნაყოფო  წყვილისთვის არ ხდება პირდაპირ ინ-ვიტრო განაყოფიერების შეთავაზება, თუმცა არც უშედეგო კონსერვატიული მკურნალობა გრძელდება წლობით! 2 წლიანი კონსერვატიული და/ან ქირურგიული მკურნალობა თუ არ იძლევა დადებით შედეგს, კლინიკის გუნდი იწყებს წვილისათვის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის შესაბამისი მეთოდის (საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია, ინ-ვიტრო განაყოფიერება, დონაცია, სუროგაცია) შერჩევას. თუმცა გაკვეულ შემთხვევებში, როდესაც კვლევებით დგინდება "ცუდი პროგნოზი" - შვილოსნობასთან შეუთავსებელი, შეუქცევადი პათოლოგიები (საკვერცხეების პირველადი უკმარისობა ან ნაადრევი განლევის სინდრომი, საშვილოსნოს აპლაზია, მამაკაცებში აზოოსპერმია, მძიმე ოლიგოზოოსპერმია და .ა.შ.) წყვილისთვის ადრეულ ეტეპებზევე იწყება  დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის შესაბამისი მეთოდის შერჩევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკაში დიდი ყურადღება ექცევა თვითონ ინ-ვიტრო განაყოფიერებისათვის მომზადებას, რომელიც გულისხმობს კონსერვატიული და ზოგჯერ ქირურგიული მკურნალობის ეტაპებსაც.

    რმც "უნივერს'-ში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უნაყოფობის გამო ნამკურნალები ქალების სპეციალურ ანტენატალურ მეთვალყურეობას მათი დაორსულების შემთხვევაში.

  • რა სახის რეპროდუქციული დარღვევების მკურნალობა ხდება თქვენს კლინიკაში?

    იხილეთ ბმული

  • კეთდება თუ არა თქვენს კლინიკაში ინ-ვიტრო განაყოფიერება?

    რმც "უნივერსი“-ს  დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების განყოფილებაში გარდა ინ-ვიტრო განაყოფიერებისა, შესაძლებელია ამ ტექნოლოგიების ყველა სახის მომსახურების მიღება -  საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია (პარტნიორის და დონორის სპერმით), სპერმის, ოვოციტების და ემბრიონების გაყინვა - კრიოპრეზერვაცია, დონაცია, სუროგაცია.

  • რა სახის სექსუალური დარღვევების მკურნალობა ხდება თქვენს კლინიკაში?

    სექსუალური დისფუნქციების მიზეზების დადგენა და ადეკვატური მკურნალობა -

    ქალებში: ლიბიდოს (სექსუალური ლტოლვის) დაქვეითება ან არარსებობა, გენიტალური რეაქციების უკმარისობა  (ვაგინალური სიმშრალე და ლუბრიკაციის დაქვეითება),  ვაგინიზმი, ორგაზმული დისფუნქცია.

    მამაკაცებში: ლიბიდოს (სექსუალური ლტოლვის) დაქვეითება ან არარსებობა, გენიტალური რეაქციების უკმარისობა (ერექციული დისფუნქციები, იმპოტენცია), ეაკულაციის დარღვევები, ორგაზმული დისფუნქცია.

    გარდა ამისა წყვილების კონსულტირება, სექსუალური სტატუსის დადგენა, წყვილებში სექსუალური დისჰარმონიის მიზეზების დადგენა და კორექცია.