reproduqciuli medicinis centri universi
ანდროლოგია ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია გინეკოლოგია გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები დერმატო-ვენეროლოგია ენდოკრინოლოგია ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF) კლიმაქტერული პერიოდის მართვა კრიო-პრეზერვაცია მამოლოგია მეანობა ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა რეპროდუქციული დარღვევები საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია სექსოლოგია სუროგაცია-დონაცია შობადობის რეგულაცია სქესობრივი განვითარების ანომალიები უნაყოფობა უროლოგია გამოკვლევები ოპერაციული გინეკოლოგია შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა

მეცნიერება და განათლება

21.03.2015
ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-16 მსოფლიო კონგრესი

2015 წლის 18-21 მარტს ქ. ბერლინში (გერმანია) ჩატარდა ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-16 მსოფლიო კონგრესი.

კონგრესის მუშაობაში მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და კლინიცისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანმა წარმოდგენლობითმა ქართულმა დელეგაციამ, მათ შორის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერსი“-ს გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ გაგნიძემ, დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო-სასწავლო დარგში პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილმა, დირექტორის მოადგილემ კლინიკურ დარგში მაია ჯაშიაშვილმა, დირექტორის მოადგილემ ლევან კობალაძემ, ინ-ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ხელმძღვანელმა ივა კუტივაძემ და ექიმმა მეან-გინეკოლოგმა, გენეტიკოსმა ნანა თაბუკაშვილმა.

პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილის მიერ წარმოდგენილმა ორმა მოხსენებამ „დაუგეგმავი ორსულობის შეწყვეტა და მანამდე კონტრაცეფციის გამოყენება საქართველოში“ (ავტორები: ჯ. ქრისტესაშვილი, თ. ჯაფარიძე) და „რეპროდუქციული დარღვევების სახეები ახალგაზრდა ქალებში ჭარბი წონითა და წონის დეფიციტით ბავშვობის ასაკიდან და შესაბამისი ჰორმონალური ცვლილებების კორელაცია სმი-თან“  (ავტორები: ჯ.ქრისტესაშვილი, ნ. ჩიკვაიძე, მ.გეგეჩკორი),  კონგრესის მონაწილეთა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან იყო მეტად მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე.

გარდა ამისა, პროფ. ჯ. ქრისტესაშვილი იყო თანაავტორი კონგრესზე წარმოდგენილი კიდევ ერთი მოხსენებისა - “საკვერცხეების რეზერვის ტესტების შეფასება ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგების პროგნოზირებისთვის“ (ავტორები: ლ.ბარბაქაძე, ა.ხომასურიძე, ჯ.ქრისტესაშვილი, ლ.ფხალაძე).

რმც „უნივერსის“ ბაზაზე შესრულებული კვლევების სამეცნიერო სიახლე, აქტუალობა, შესრულების დონე და მიღებული შედეგები სრულიად შეესაბამება მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი როგორც კლინიკური საქმიანობის, ასევე ერთობლივი კვლევების ჩატარების მიმართულებით. დაიგეგმა რამდენიმე წამყვანი მეცნიერის სტუმრობა საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი კოლეგებისათვის თანამედროვე უცხოური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.