reproduqciuli medicinis centri universi
ანდროლოგია ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია გინეკოლოგია გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები დერმატო-ვენეროლოგია ენდოკრინოლოგია ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF) კლიმაქტერული პერიოდის მართვა კრიო-პრეზერვაცია მამოლოგია მეანობა ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა რეპროდუქციული დარღვევები საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია სექსოლოგია სუროგაცია-დონაცია შობადობის რეგულაცია სქესობრივი განვითარების ანომალიები უნაყოფობა უროლოგია გამოკვლევები ოპერაციული გინეკოლოგია შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა

მეცნიერება და განათლება

26.10.2017
საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია “თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის მიღწევები, ქირურგიის როლი, რა შეიცვალა ერთ წელიწადში”

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის “ უნივერსი”-ს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციის “თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის მიღწევები, ქირურგიის როლი, რა შეიცვალა ერთ წელიწადში” მუშაობაში, რომელიც ჩატარდა 2017 წლის  26-28 ოქტომბერს. კონფერენციას ესწრებოდნენ მსოფლიოში აღიარებული ცნობილი მეცნიერები უცხოეთიდან, ასევე ქართველი ექსპერტები, მეცნიერები და პრაქტიკოსი ექიმები.

კონფერენციაზე წარმოდგენილმა სამეცნიერო შრომებმა და მასალამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “უნივერსში“ სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობა ხორციელდება თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევების შესაბამისად. საქართველოს მასშტაბით დღეისათვის მხოლოდ “უნივერსში” ხდება მსოფლიოში უკვე ფართოდ დანერგილი და მიღებული ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაციის ინდექსის განსაზღვრა, ვარიკოცელეს მკურნალობა…ენდოვასკულარული ემბოლიზაციის მეთოდით და ა.შ.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რმც “უნივერსის” დირექტორის მოადგილის პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილის მიერ წარმოდგენილი  მოხსენების “რეპროდუქციული და რეკონსტრუქციული ქირურგია სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი ანომალიების მართვაში”  მასალამ და სქესობრივი განვითარების ანომალიების იშვიათმა ფორმებმა თავისი უნიკალურობით  და მოცულობით სასიამოვნოდ გააოცა ისეთი ავტორიტეტული მეცნიერები, როგორებიც არიან ევროპის გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ანდრეა ჯენაცანი, ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი პროფესორი ჯოზეფ შენკერი და პროფესორი ალექს შიმონი, რომელთაც აღნიშნეს, რომ მათ მსგავსი პაციენტები არ ჰყოლიათ.

ზოგადად, კონფერენცია იყო მეტად საინტერესო თავისი შინაარსით, ამასთან მისმა მსვლელობამ აჩვენა რომ ქართველი მონაწილეების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები  და გამომსვლელების დონე იყო მაღალი და  შესაბამისი საერთაშორისო კონფერენციისათვის. ასეთი  საინტერესო და მაღალი დონის კონფერენცია კი  ყველაზე დიდი საიუბილეო საჩუქარი იყო  მისი ორგანიზატორის - პროფესორი არჩილ  ხომასურიძისათვის, რომელსაც 75 წელი შეუსრულდა.