reproduqciuli medicinis centri universi
ანდროლოგია ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია გინეკოლოგია გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები დერმატო-ვენეროლოგია ენდოკრინოლოგია ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF) კლიმაქტერული პერიოდის მართვა კრიო-პრეზერვაცია მამოლოგია მეანობა ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა რეპროდუქციული დარღვევები საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია სექსოლოგია სუროგაცია-დონაცია შობადობის რეგულაცია სქესობრივი განვითარების ანომალიები უნაყოფობა უროლოგია გამოკვლევები ოპერაციული გინეკოლოგია შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა

მეცნიერება და განათლება

20.03.2017
ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-17 მსოფლიო კონგრესი

2017 წლის 15-18 მარტს ქალაქ რომში ჩატარდა ადამიანის რეპროდუქციის 17-ე მსოფლიო კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის „უნივერსი“ თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო-სასწავლო დარგში პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილმა, დირექტორის მოადგილემ ლევან კობალაძემ, ექიმმა მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა ბარბარე გორგოშიძემ, ექიმმა მეან-გინეკოლოგმა, გენეტიკოსმა ნანა თაბუკაშვილმა, ექიმმა დერმატო-ვენეროლოგმა ალექსანდრე რაზმაძემ და ექიმმა მეან-გინეკოლოგმა ელენე ასანიძემ.

კონგრესზე მოხსენებებით წარსდგნენ პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი („ქრომოსომული ანომალიები ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მქონე წყვილებში“) და მედ.დოქტორი ლევან კობალაძე („არის თუ არა გინეკოლოგიური პათოლოგიები დაკავშირებული ქალის ორგაზმულ დისფუნქციასთან“). ორივე მოხსენებამ კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა მოხსენებული თემატიკის აქტუალობიდან და პრეზენტაციების უმაღლესი ხარისხიდან გამომდინარე.

კონგრესზე წარდგენილი ასეულობით პოსტერ პრეზენტაციების კონკურსში გამოვლენილი 4 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი არის „თანდაყოლილი თრომბოფილიები ქართველ ქალებში უცნობი გენეზის ორსულობის განმეორებითი დანაკარგებით“, რომლის ავტორები არიან პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი და ცენტრის დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში მაია ჯაშიაშვილი.

გარდა ზემოაღნიშნული მოხსენებებისა, პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი და ცენტრის დოქტორანტი ელენე ასანიძე იყვნენ კიდევ ერთი მოხსენების თანაავტორები.

რმც „უნივერსის“ ბაზაზე შესრულებული კვლევების სამეცნიერო სიახლე, აქტუალობა, შესრულების დონე და მიღებული შედეგები სრულიად შეესაბამება მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი როგორც კლინიკური საქმიანობის, ასევე  ერთობლივი კვლევების ჩატარების მიმართულებით. დაიგეგმა რამდენიმე წამყვანი მეცნიერის სტუმრობა საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი კოლეგებისათვის თანამედროვე უცხოური ცოდნისა და გამცდილების გაზიარება.