reproduqciuli medicinis centri universi
ანდროლოგია ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია გინეკოლოგია გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები დერმატო-ვენეროლოგია ენდოკრინოლოგია ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF) კლიმაქტერული პერიოდის მართვა კრიო-პრეზერვაცია მამოლოგია მეანობა ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა რეპროდუქციული დარღვევები საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია სექსოლოგია სუროგაცია-დონაცია შობადობის რეგულაცია სქესობრივი განვითარების ანომალიები უნაყოფობა უროლოგია გამოკვლევები ოპერაციული გინეკოლოგია შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა

მეცნიერება და განათლება

23.06.2014
III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”

2014 წლის 21 ივნისს ქ. თბილისში სასტუმროში “ჰოლიდეი ინნი” გაიმართა III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”, რომლის ორგანიზატორები იყვნენ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსი”, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს ანდროლოგთა ასოციაცია და საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია.

კონფერენციის თემატიკა საქართველოსთვის და მთლიანად მსოფლიოსათვის მეტად აქტუალურ პრობლემატიკას - რეპროდუქციული მედიცინას მოიცავდა. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა ბევრად უფრო ეფექტიანს გახდის აღნიშნულ პათოლოგიათა მართვას.

კონფერენციაზე წარმოდგენილ ნაშრომებს არა მარტო სამეცნიერო, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნიათ, ამიტომაც კონფერენციის ორგანიზატორთა მიერ ამგვარი ღონსძიებების ჩატარებას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და ეს საშუალებას იძლევა პერიოდულად მოხდეს მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო მიღწევების, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის. კონფერენციას დაესწრო სხვადასხვა სპეციალობის 280-მდე ექიმი თბილისიდან, საქართველოს რეგიონებიდან და უცხოეთიდან.

კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა მოწვეული სტუმარი  - ევროპის გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტიპროფ. ანდრეა ჯენაძანი (იტალია).

კონფერენციაზე წარმოდგენილი უახლესი ინფორმაციის მიღება სპეციალისტთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი მაღალეფექტური საშუალებაა. კონფერენცია იყო აკრედიტებული და ყველა მონაწილემ მიიღო 15 უპგ ქულა და შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.