reproduqciuli medicinis centri universi
ანდროლოგია ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია გინეკოლოგია გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები დერმატო-ვენეროლოგია ენდოკრინოლოგია ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF) კლიმაქტერული პერიოდის მართვა კრიო-პრეზერვაცია მამოლოგია მეანობა ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა რეპროდუქციული დარღვევები საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია სექსოლოგია სუროგაცია-დონაცია შობადობის რეგულაცია სქესობრივი განვითარების ანომალიები უნაყოფობა უროლოგია გამოკვლევები ოპერაციული გინეკოლოგია შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა

მეცნიერება და განათლება

07.11.2016
IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”

2016 წლის 5 ნოემბერს ქ. თბილისში სასტუმროში “ჰოლიდეი ინნი” გაიმართა IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”, რომლის ორგანიზატორები იყვნენ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსი”, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ორსულობის დანაკარგების მართვის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, საქართველოს ანდროლოგთა ასოციაცია და საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია.

კონფერენციის თემატიკა საქართველოსთვის და მთლიანად მსოფლიოსათვის რეპროდუქციული მედიცინის მეტად აქტუალურ პრობლემატიკას - შეწყვეტილ ორსულობებს და უშვილობას მოიცავდა. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა ბევრად უფრო ეფექტიანს გახდის აღნიშნულ პათოლოგიათა მართვას.

კონფერენციაზე წარმოდგენილ ნაშრომებს არა მარტო სამეცნიერო, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნიათ, ამიტომაც კონფერენციის ორგანიზატორთა მიერ ამგვარი ღონსძიებების ჩატარებას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და ეს საშუალებას იძლევა პერიოდულად მოხდეს მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო მიღწევების, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის. კონფერენციას დაესწრო სხვადასხვა სპეციალობის 250-მდე ექიმი თბილისიდან, საქართველოს რეგიონებიდან და უცხოეთიდან.

კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგნენ მოწვეული სტუმრები: მედ.მეც.დოქტ. პროფ. რევაზ ბოჭორიშვილი – კლერმონ-ფერანის (საფრანგეთი) ენდოსკოპიური გინეკოლოგიისა და ქირურგიის საერთაშორისო ცენტრის (CICE) ხელმძღვანელი და მედ.მეც.დოქტ. პროფ. ნანა თეთრუაშვილი, მოსკოვის (რუსეთი) მეანობა-გინეკოლოგიისა და პერინატოლოგიის ს/კ ცენტრის ორსულობის დანაკარგების პრევენციისა და თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი).

კონფერენციაზე წარმოდგენილი უახლესი ინფორმაციის მიღება სპეციალისტთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი მაღალეფექტური საშუალებაა. კონფერენცია იყო აკრედიტებული და ყველა მონაწილემ მიიღო 15 უპგ ქულა და შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.