reproduqciuli medicinis centri universi
ანდროლოგია ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია გინეკოლოგია გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები დერმატო-ვენეროლოგია ენდოკრინოლოგია ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF) კლიმაქტერული პერიოდის მართვა კრიო-პრეზერვაცია მამოლოგია მეანობა ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა რეპროდუქციული დარღვევები საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია სექსოლოგია სუროგაცია-დონაცია შობადობის რეგულაცია სქესობრივი განვითარების ანომალიები უნაყოფობა უროლოგია გამოკვლევები ოპერაციული გინეკოლოგია შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა

მეცნიერება და განათლება

12.05.2018
რმც "უნივერსის" თანამშრომლების წარმატება ევროპის სექსოლოგთა ფედერაციის 14-ე საერთაშორისო კონგრესზე ალბუფეირაში (პორტუგალია)

2018 წლის 9-12 მაისს ქალაქ ალბუფეირაში (პორტუგალია) ჩატარდა ევროპის სექსოლოგთა ფედერაციის 14-ე საერთაშორისო კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის „უნივერსი“ თანამშრომლებმა.

კონგრესზე მოხსენებებით წარსდგნენ ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-სასწავლო დარგში პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი („46,XY კარიოტიპის და ქალური ფენოტიპის მქონე პაციენტების სექსუალური თავისებურებები“) და დირექტორის მოადგილე ექიმი სექსოლოგი მედ.დოქტორი ლევან კობალაძე („ქალის ორგაზმული დისფუნქცია და გინეკოლოგიური პათოლოგიები“ და „ვაგინიზმი - ქალის თუ წყვილის პრობლემა?“).

სამივე მოხსენებამ კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა მოხსენებული თემატიკის აქტუალობიდან და პრეზენტაციების უმაღლესი ხარისხიდან გამომდინარე. აღნიშნული მოხსენებებში განხილული საკითხები და მიდგომები იმდენად საინტერესო და განსხვავებული იყო კონგრესის მონაწილეთათვის, რომ მათ გარშემო გამართული დისკუსიებმა ფაქტიურად მთლიანად ამოწურა დისკუსიებისათვის განკუთვნილი დროის ლიმიტები.

რმც „უნივერსის“ ბაზაზე შესრულებული კვლევების სამეცნიერო სიახლე, აქტუალობა, შესრულების დონე და მიღებული შედეგები სრულიად შეესაბამება მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი როგორც კლინიკური საქმიანობის, ასევე ერთობლივი კვლევების ჩატარების მიმართულებით.

ზემოაღნიშნული დიდი ინტერესის შედეგი იყო ასევე ევროპის სექსოლოგთა ფედერაციაში ლევან კობალაძისათვის გაწევრიანების შეთავაზება და გაწევრიანება. დაიგეგმა რამდენიმე წამყვანი მეცნიერის სტუმრობა საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი კოლეგებისათვის თანამედროვე უცხოური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.