reproduqciuli medicinis centri universi
ანდროლოგია ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია გინეკოლოგია გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები დერმატო-ვენეროლოგია ენდოკრინოლოგია ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF) კლიმაქტერული პერიოდის მართვა კრიო-პრეზერვაცია მამოლოგია მეანობა ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა რეპროდუქციული დარღვევები საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია სექსოლოგია სუროგაცია-დონაცია შობადობის რეგულაცია სქესობრივი განვითარების ანომალიები უნაყოფობა უროლოგია გამოკვლევები ოპერაციული გინეკოლოგია შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა

მეცნიერება და განათლება

01.09.2017
სამეცნიერო მიმართულებები

უნაყოფობა და ორსულობის დანაკარგები

  • მამაკაცის ფაქტორი უნაყოფობასა და ორსულობის დანაკარგებში;
  • სპერმატოზოიდების დნმ ფრაგმენტაცის მნიშვნელობა უნაყოფობასა და ორსულობის დანაკარგებში;
  • იმუნოლოგიური გენეზის უნაყოფობა;
  • იმუნოლოგიური ფაქტორები ორსულობის დანაკარგებში;
  • სქესობრივი განვითარების ანომალიები უნაყოფობასა და ორსულობის დანაკარგებში;
  • ახალი მარკერები პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასებაში;
  • ჰიპეპროლაქტინემიის როლი უნაყოფობასა და ორსულობის დანაკარგებში;
  • რეპროდუქციული დარღვევების ადრეული გამოვლენა და მკურნალობა, როგორც უნაყოფობის პრევენცია.

 

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები

  • იმუნოლოგიური ფაქტორების როლი წარუმატებელ ინ-ვიტრო განაყოფიერებაში;
  • ენდომეტრიუმის მორფო-ფუნქციური მდგომარეობის მნიშვნელობა წარუმატებელ ინ-ვიტრო განაყოფიერებაში.

 

სექსუალური დისფუნქციები

  • სექსუალური დისფუნქციები ინდივიდუალური და წყვილის პრობლემის თვალთახედვით;
  • ქალთა ანორგაზმიის როლი გინეკოლოგიური პათოლოგიების განვითარებაში;
  • ვაგინიზმი - ქალის და წყვილის პრობლემა;
  • სექსუალური დისფუნქციების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპლექსური მიდგომები.
სრულად ნახვა
29.05.2019
საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა VIII საერთაშორისო კონგრესი “თანამედროვე მიდგომები მეანობა-გინეკოლოგიის ძველი პრობლემებისადმი”

2019 წლის 27-28 მაისს ჩატარდა  საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა VIII საერთაშორისო კონგრესი “თანამედროვე მიდგომები მეანობა-გინეკოლოგიის ძველი პრობლემებისადმი”, მიძღვნილი აკადემიკოს კონსტანტინე ჩაჩავას 100 წლისთავს.

კონგრესზე  რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ “უნივერსი”-დან მოხსენებით წარსდგნენ: 

  • რმც “უნივერსის” გენერალური დირექტორი, მედ. დოქტორი თეიმურაზ გაგნიძე“მამაკაცის ფაქტორი უნაყოფობისა და ორსულობის დანაკარგებში”;
  • რმც “უნივერსის” გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-სასწავლო დარგში, პროფესორი, მედ. მეც.დოქტორი  ჯენარო ქრისტესაშვილი და  გენერალური დირექტორის მოადგილე, მედ. დოქტორი ლევან კობალაძე – “უნაყოფობა, როგორც ორსულობის დანაკარგების მიზეზი და შედეგი”;
  • რმც “უნივერსის” გენერალური დირექტორის მოადგილე, ექიმი სექსოლოგი, მედ. დოქტორი ლევან კობალაძე –  “ვაგინიზმი - ქალის თუ წყვილის პრობლემა?

აღნიშნულმა მოხსენებებმა მსმენელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

სრულად ნახვა
09.04.2019
ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-18 მსოფლიო კონგრესი

2019 წლის 3-6 აპრილს, ქ. დუბლინში ( ირლანდია ) ჩატარდა ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-18 მსოფლიო კონგრესი.

კონგრესის მუშაობაში მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და კლინიცისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანმა წარმოდგენლობითმა ქართულმა დელეგაციამ, მათ შორის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერსი“-ს დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო-სასწავლო დარგში პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილმა, ექიმებმა მეან-გინეკოლოგებმა მარინა მდივნიშვილმა და ზეინაბ გაბელაშვილმა.

პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილის მიერ წარმოდგენილმა მოხსენებამ „სპერმის დნმ ფრაგმენტაცია ორსულობის დანაკარგების და უშვილობის მქონე წყვილების მამაკაც პარტნიორებში საქართველოში“ (ავტორები: ჯ.ქრისტესაშვილი, თ.გაგნიძე, ლ.კობალაძე, მ.ქუჩუკაშვილი) უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან იყო ერთადერთი ამ სრულიად ახალ და ინოვაციურ საკითხზე.

არანაკლები ინტერესის ობიექტი გახდა პოსტერული პრეზენტაცია „უშვილობისა და ორსულობის განმეორებითი დანაკარგების ურთიერთკავშირი საქართველოში“ (ავტორები: ჯ.ქრისტესაშვილი, ლ.კობალაძე), რომელშიც წარმოდგენილი იყო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ორ მეტად მნიშვნელოვან პათოლოგიას შორის, რაც მათი მართვის ეფექტურობის გაზრდის საწინდარია.

გარდა ამისა, პროფ.ჯ.ქრისტესაშვილი იყო თანაავტორი კონგრესზე წარმოდგენილი კიდევ 2 მოხსენებისა - „რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბება მოზარდ გოგონებში, რომლებიც დაიბადნენ პცსს ნამკურნალები დედების მიერ“ (ავტორები: ლ.ფხალაძე, მ.უშიკიშვილი, ჯ.ქრისტესაშვილი, ა.ხომასურიძე) და „ასაკი არის გადამწყვეტი მარკერი ინ-ვიტრო განაყოფიერების გამოსავლისა“ (ავტორები: ლ.ბარბაქაძე, ა.ხომასურიძე, ჯ.ქრისტესაშვილი, გ.ცაგარეიშვილი, ნ.ხონელიძე).

რმც „უნივერსის“ ბაზაზე შესრულებული კვლევების სამეცნიერო სიახლე, აქტუალობა, შესრულების დონე და მიღებული შედეგები სრულიად შეესაბამება მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი როგორც კლინიკური საქმიანობის, ასევე ერთობლივი კვლევების ჩატარების მიმართულებით. დაიგეგმა რამდენიმე წამყვანი მეცნიერის სტუმრობა საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი კოლეგებისათვის თანამედროვე უცხოური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

კონგრესზე რეპროდუქციული მედიცინის და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი არჩეულ იქნა ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებულ წევრად.

სრულად ნახვა
29.06.2018
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“ ორსულობის განმეორებითი დანაკარგების III მსოფლიო კონგრესზე

2018 წლის 27-29 ივნისს ქალაქ მადრიდში (ესპანეთი) ჩატარდა ორსულობის განმეორებითი დანაკარგების (ოგდ) III მსოფლიო კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის „უნივერსი“ თანამშრომლებმა - ცენტრის დირექტორმა მედიცინის დოქტორმა, საქართველოს ანდროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ გაგნიძემ, ცენტრის დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო-სასწავლო დარგში,  ოგდ-ის მართვის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა პროფესორმა ჯენარო ქრისტესაშვილმა, ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ევროპის სექსუალური მედიცინის საზოგადოების წევრმა მედიცინის დოქტორმა ლევან კობალაძემ,  ცენტრის მეან-გინეკოლოგებმა, ი. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს დოქტორანტებმა მაია ჭიოკაძემ და ელენე ასანიძემ (ხელმძღვანელი პროფ. ჯ.ქრისტესაშვილი).

კონგრესზე რმც ”უნივერსი” წარმოდგენილი იყო ორი ზეპირი მოხსენებით - ”სპერმის დნმ ფრაგმენტაცია უცნობის გენეზის ოგდ-ს მქონე წყვილების მამაკაც პარტნიორებში” (თ. გაგნიძე, ჯ. ქრისტესაშვილი, მ.ქუჩუკაშვილი, ლ.კობალაძე) და ”ორსულობის განმეორებითი დანაკარგების ასოციაცია უნაყოფობასთან საქართველოში” (ჯ. ქრისტესაშვილი, ლ.კობალაძე) და სასტენდო მოხსენებით - ”ჰომოცისტეინის მაჩვენებლებis კორელაცია საკვერცხეების ჰორმონულ და მორფოლოგიურ მახასიათებლებთან პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე პაციენტებში  ოგდ-თი” (ე.ასანიძე, ჯ.ქრისტესაშვილი).

სპერმატოზოიდების დნმ ფრაგმენტაცია ოგდ-ს მქონე წყვილების მამაკაც პარტნიორებში დღეისათვის წარმოადგენს მეტად აქტუალურ და ახალ სფეროს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონგრესზე ამ თემაზე საკუთარი კვლევის შედეგებით წარმოდგენილი იყო მხოლოდ რმც ”უნივერსის” მოხსენება, რომელმაც დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ასევე მეტად აქტუალური იყო რმც ”უნივერსის” მოხსენება ოგდ-ს და უნაყოფობის ასოციაციასთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტობრივი მასალით ადასტურებდა ბოლო პერიოდში ლიტერატურაში დაწყებული დისკუსიის მართლზომიერებას ამ ორი მდგომარეობის დეფინიციის გადახედვასთან მიმართებაში, ვინაიდან ისინი ურთიერთგადამფარავია. ამავე მოხსენებაში სიახლეს წარმოადგენდა ოგდ-ს ეტიოლოგიურ სტრუქტურაში კომბინირებული ფაქტორების  გამოყოფა.

მეტად საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ოგდ-ს III მსოფლიო კონგრესზე პირველად იყო განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული ენდომეტრიუმის რეცეპტიულობისა და ქრონიკული ენდომეტრიტის მნიშვნელობაზე ოგდ-ს განვითარებაში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ რმც ’უნივერსში” ამ პრობლემის აქტუალობა ჯერ კიდევ 2 წლის წინ განისაზღვრა და დოქტორანტ მაია ჭიოკაძის სადისერტაციო ნაშრომი დაიგეგმა და სრულდება სწორედ ამ მიმართულებით იენის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით (პროფ. უდო მარკერტი).

რმც „უნივერსის“ ბაზაზე შესრულებული კვლევების სამეცნიერო სიახლე, აქტუალობა, შესრულების დონე და მიღებული შედეგები სრულიად შეესაბამება მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი როგორც კლინიკური საქმიანობის, ასევე ერთობლივი კვლევების ჩატარების მიმართულებით. დაიგეგმა რამდენიმე წამყვანი მეცნიერის სტუმრობა საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი კოლეგებისათვის თანამედროვე უცხოური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

სრულად ნახვა
12.05.2018
რმც "უნივერსის" თანამშრომლების წარმატება ევროპის სექსოლოგთა ფედერაციის 14-ე საერთაშორისო კონგრესზე ალბუფეირაში (პორტუგალია)

2018 წლის 9-12 მაისს ქალაქ ალბუფეირაში (პორტუგალია) ჩატარდა ევროპის სექსოლოგთა ფედერაციის 14-ე საერთაშორისო კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის „უნივერსი“ თანამშრომლებმა.

კონგრესზე მოხსენებებით წარსდგნენ ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-სასწავლო დარგში პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი („46,XY კარიოტიპის და ქალური ფენოტიპის მქონე პაციენტების სექსუალური თავისებურებები“) და დირექტორის მოადგილე ექიმი სექსოლოგი მედ.დოქტორი ლევან კობალაძე („ქალის ორგაზმული დისფუნქცია და გინეკოლოგიური პათოლოგიები“ და „ვაგინიზმი - ქალის თუ წყვილის პრობლემა?“).

სამივე მოხსენებამ კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა მოხსენებული თემატიკის აქტუალობიდან და პრეზენტაციების უმაღლესი ხარისხიდან გამომდინარე. აღნიშნული მოხსენებებში განხილული საკითხები და მიდგომები იმდენად საინტერესო და განსხვავებული იყო კონგრესის მონაწილეთათვის, რომ მათ გარშემო გამართული დისკუსიებმა ფაქტიურად მთლიანად ამოწურა დისკუსიებისათვის განკუთვნილი დროის ლიმიტები.

რმც „უნივერსის“ ბაზაზე შესრულებული კვლევების სამეცნიერო სიახლე, აქტუალობა, შესრულების დონე და მიღებული შედეგები სრულიად შეესაბამება მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი როგორც კლინიკური საქმიანობის, ასევე ერთობლივი კვლევების ჩატარების მიმართულებით.

ზემოაღნიშნული დიდი ინტერესის შედეგი იყო ასევე ევროპის სექსოლოგთა ფედერაციაში ლევან კობალაძისათვის გაწევრიანების შეთავაზება და გაწევრიანება. დაიგეგმა რამდენიმე წამყვანი მეცნიერის სტუმრობა საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი კოლეგებისათვის თანამედროვე უცხოური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

სრულად ნახვა
26.10.2017
საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია “თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის მიღწევები, ქირურგიის როლი, რა შეიცვალა ერთ წელიწადში”

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის “ უნივერსი”-ს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციის “თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის მიღწევები, ქირურგიის როლი, რა შეიცვალა ერთ წელიწადში” მუშაობაში, რომელიც ჩატარდა 2017 წლის  26-28 ოქტომბერს. კონფერენციას ესწრებოდნენ მსოფლიოში აღიარებული ცნობილი მეცნიერები უცხოეთიდან, ასევე ქართველი ექსპერტები, მეცნიერები და პრაქტიკოსი ექიმები.

კონფერენციაზე წარმოდგენილმა სამეცნიერო შრომებმა და მასალამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “უნივერსში“ სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობა ხორციელდება თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევების შესაბამისად. საქართველოს მასშტაბით დღეისათვის მხოლოდ “უნივერსში” ხდება მსოფლიოში უკვე ფართოდ დანერგილი და მიღებული ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაციის ინდექსის განსაზღვრა, ვარიკოცელეს მკურნალობა…ენდოვასკულარული ემბოლიზაციის მეთოდით და ა.შ.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რმც “უნივერსის” დირექტორის მოადგილის პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილის მიერ წარმოდგენილი  მოხსენების “რეპროდუქციული და რეკონსტრუქციული ქირურგია სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი ანომალიების მართვაში”  მასალამ და სქესობრივი განვითარების ანომალიების იშვიათმა ფორმებმა თავისი უნიკალურობით  და მოცულობით სასიამოვნოდ გააოცა ისეთი ავტორიტეტული მეცნიერები, როგორებიც არიან ევროპის გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ანდრეა ჯენაცანი, ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი პროფესორი ჯოზეფ შენკერი და პროფესორი ალექს შიმონი, რომელთაც აღნიშნეს, რომ მათ მსგავსი პაციენტები არ ჰყოლიათ.

ზოგადად, კონფერენცია იყო მეტად საინტერესო თავისი შინაარსით, ამასთან მისმა მსვლელობამ აჩვენა რომ ქართველი მონაწილეების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები  და გამომსვლელების დონე იყო მაღალი და  შესაბამისი საერთაშორისო კონფერენციისათვის. ასეთი  საინტერესო და მაღალი დონის კონფერენცია კი  ყველაზე დიდი საიუბილეო საჩუქარი იყო  მისი ორგანიზატორის - პროფესორი არჩილ  ხომასურიძისათვის, რომელსაც 75 წელი შეუსრულდა.

სრულად ნახვა
20.03.2017
ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-17 მსოფლიო კონგრესი

2017 წლის 15-18 მარტს ქალაქ რომში ჩატარდა ადამიანის რეპროდუქციის 17-ე მსოფლიო კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის „უნივერსი“ თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო-სასწავლო დარგში პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილმა, დირექტორის მოადგილემ ლევან კობალაძემ, ექიმმა მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა ბარბარე გორგოშიძემ, ექიმმა მეან-გინეკოლოგმა, გენეტიკოსმა ნანა თაბუკაშვილმა, ექიმმა დერმატო-ვენეროლოგმა ალექსანდრე რაზმაძემ და ექიმმა მეან-გინეკოლოგმა ელენე ასანიძემ.

კონგრესზე მოხსენებებით წარსდგნენ პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი („ქრომოსომული ანომალიები ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მქონე წყვილებში“) და მედ.დოქტორი ლევან კობალაძე („არის თუ არა გინეკოლოგიური პათოლოგიები დაკავშირებული ქალის ორგაზმულ დისფუნქციასთან“). ორივე მოხსენებამ კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა მოხსენებული თემატიკის აქტუალობიდან და პრეზენტაციების უმაღლესი ხარისხიდან გამომდინარე.

კონგრესზე წარდგენილი ასეულობით პოსტერ პრეზენტაციების კონკურსში გამოვლენილი 4 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი არის „თანდაყოლილი თრომბოფილიები ქართველ ქალებში უცნობი გენეზის ორსულობის განმეორებითი დანაკარგებით“, რომლის ავტორები არიან პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი და ცენტრის დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში მაია ჯაშიაშვილი.

გარდა ზემოაღნიშნული მოხსენებებისა, პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი და ცენტრის დოქტორანტი ელენე ასანიძე იყვნენ კიდევ ერთი მოხსენების თანაავტორები.

რმც „უნივერსის“ ბაზაზე შესრულებული კვლევების სამეცნიერო სიახლე, აქტუალობა, შესრულების დონე და მიღებული შედეგები სრულიად შეესაბამება მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი როგორც კლინიკური საქმიანობის, ასევე  ერთობლივი კვლევების ჩატარების მიმართულებით. დაიგეგმა რამდენიმე წამყვანი მეცნიერის სტუმრობა საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი კოლეგებისათვის თანამედროვე უცხოური ცოდნისა და გამცდილების გაზიარება.

სრულად ნახვა
07.11.2016
IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”

2016 წლის 5 ნოემბერს ქ. თბილისში სასტუმროში “ჰოლიდეი ინნი” გაიმართა IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”, რომლის ორგანიზატორები იყვნენ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსი”, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ორსულობის დანაკარგების მართვის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, საქართველოს ანდროლოგთა ასოციაცია და საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია.

კონფერენციის თემატიკა საქართველოსთვის და მთლიანად მსოფლიოსათვის რეპროდუქციული მედიცინის მეტად აქტუალურ პრობლემატიკას - შეწყვეტილ ორსულობებს და უშვილობას მოიცავდა. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა ბევრად უფრო ეფექტიანს გახდის აღნიშნულ პათოლოგიათა მართვას.

კონფერენციაზე წარმოდგენილ ნაშრომებს არა მარტო სამეცნიერო, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნიათ, ამიტომაც კონფერენციის ორგანიზატორთა მიერ ამგვარი ღონსძიებების ჩატარებას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და ეს საშუალებას იძლევა პერიოდულად მოხდეს მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო მიღწევების, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის. კონფერენციას დაესწრო სხვადასხვა სპეციალობის 250-მდე ექიმი თბილისიდან, საქართველოს რეგიონებიდან და უცხოეთიდან.

კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგნენ მოწვეული სტუმრები: მედ.მეც.დოქტ. პროფ. რევაზ ბოჭორიშვილი – კლერმონ-ფერანის (საფრანგეთი) ენდოსკოპიური გინეკოლოგიისა და ქირურგიის საერთაშორისო ცენტრის (CICE) ხელმძღვანელი და მედ.მეც.დოქტ. პროფ. ნანა თეთრუაშვილი, მოსკოვის (რუსეთი) მეანობა-გინეკოლოგიისა და პერინატოლოგიის ს/კ ცენტრის ორსულობის დანაკარგების პრევენციისა და თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი).

კონფერენციაზე წარმოდგენილი უახლესი ინფორმაციის მიღება სპეციალისტთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი მაღალეფექტური საშუალებაა. კონფერენცია იყო აკრედიტებული და ყველა მონაწილემ მიიღო 15 უპგ ქულა და შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სრულად ნახვა
21.03.2015
ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-16 მსოფლიო კონგრესი

2015 წლის 18-21 მარტს ქ. ბერლინში (გერმანია) ჩატარდა ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-16 მსოფლიო კონგრესი.

კონგრესის მუშაობაში მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და კლინიცისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანმა წარმოდგენლობითმა ქართულმა დელეგაციამ, მათ შორის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერსი“-ს გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ გაგნიძემ, დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო-სასწავლო დარგში პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილმა, დირექტორის მოადგილემ კლინიკურ დარგში მაია ჯაშიაშვილმა, დირექტორის მოადგილემ ლევან კობალაძემ, ინ-ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ხელმძღვანელმა ივა კუტივაძემ და ექიმმა მეან-გინეკოლოგმა, გენეტიკოსმა ნანა თაბუკაშვილმა.

პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილის მიერ წარმოდგენილმა ორმა მოხსენებამ „დაუგეგმავი ორსულობის შეწყვეტა და მანამდე კონტრაცეფციის გამოყენება საქართველოში“ (ავტორები: ჯ. ქრისტესაშვილი, თ. ჯაფარიძე) და „რეპროდუქციული დარღვევების სახეები ახალგაზრდა ქალებში ჭარბი წონითა და წონის დეფიციტით ბავშვობის ასაკიდან და შესაბამისი ჰორმონალური ცვლილებების კორელაცია სმი-თან“  (ავტორები: ჯ.ქრისტესაშვილი, ნ. ჩიკვაიძე, მ.გეგეჩკორი),  კონგრესის მონაწილეთა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან იყო მეტად მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე.

გარდა ამისა, პროფ. ჯ. ქრისტესაშვილი იყო თანაავტორი კონგრესზე წარმოდგენილი კიდევ ერთი მოხსენებისა - “საკვერცხეების რეზერვის ტესტების შეფასება ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგების პროგნოზირებისთვის“ (ავტორები: ლ.ბარბაქაძე, ა.ხომასურიძე, ჯ.ქრისტესაშვილი, ლ.ფხალაძე).

რმც „უნივერსის“ ბაზაზე შესრულებული კვლევების სამეცნიერო სიახლე, აქტუალობა, შესრულების დონე და მიღებული შედეგები სრულიად შეესაბამება მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი როგორც კლინიკური საქმიანობის, ასევე ერთობლივი კვლევების ჩატარების მიმართულებით. დაიგეგმა რამდენიმე წამყვანი მეცნიერის სტუმრობა საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი კოლეგებისათვის თანამედროვე უცხოური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

სრულად ნახვა
20.10.2014
საფრანგეთის გინეკოლოგთა ასოციაციის 12-ე საერთაშორისო კონგრესი

2014 წლის 16-18 ოქტომბერს ქალაქ პარიზში ჩატარდა საფრანგეთის გინეკოლოგთა ასოციაციის 12-ე საერთაშორისო კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის „უნივერსი“ თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო-სასწავლო დარგში პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილმა და დირექტორის მოადგილემ ლევან კობალაძემ.

კონგრესზე მოხსენებით წარსდგა პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი („პაციენტები 46,XY კარიოტიპით და ქალური ფენოტიპით), რომელმაც  კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, პრეზენტაციაში წარმოდგენილი საკუთარი მასალის უნიკალურობიდან, მოხსენებული თემატიკის აქტუალობიდან და პრეზენტაციის უმაღლესი ხარისხიდან გამომდინარე.

რმც „უნივერსის“ ბაზაზე შესრულებული კვლევების სამეცნიერო სიახლე, აქტუალობა, შესრულების დონე და მიღებული შედეგები სრულიად შეესაბამება მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი როგორც კლინიკური საქმიანობის, ასევე  ერთობლივი კვლევების ჩატარების მიმართულებით. დაიგეგმა რამდენიმე წამყვანი მეცნიერის სტუმრობა საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი კოლეგებისათვის თანამედროვე უცხოური ცოდნისა და გამცდილების გაზიარება.

სრულად ნახვა
23.06.2014
III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”

2014 წლის 21 ივნისს ქ. თბილისში სასტუმროში “ჰოლიდეი ინნი” გაიმართა III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”, რომლის ორგანიზატორები იყვნენ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსი”, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს ანდროლოგთა ასოციაცია და საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია.

კონფერენციის თემატიკა საქართველოსთვის და მთლიანად მსოფლიოსათვის მეტად აქტუალურ პრობლემატიკას - რეპროდუქციული მედიცინას მოიცავდა. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა ბევრად უფრო ეფექტიანს გახდის აღნიშნულ პათოლოგიათა მართვას.

კონფერენციაზე წარმოდგენილ ნაშრომებს არა მარტო სამეცნიერო, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნიათ, ამიტომაც კონფერენციის ორგანიზატორთა მიერ ამგვარი ღონსძიებების ჩატარებას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და ეს საშუალებას იძლევა პერიოდულად მოხდეს მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო მიღწევების, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის. კონფერენციას დაესწრო სხვადასხვა სპეციალობის 280-მდე ექიმი თბილისიდან, საქართველოს რეგიონებიდან და უცხოეთიდან.

კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა მოწვეული სტუმარი  - ევროპის გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტიპროფ. ანდრეა ჯენაძანი (იტალია).

კონფერენციაზე წარმოდგენილი უახლესი ინფორმაციის მიღება სპეციალისტთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი მაღალეფექტური საშუალებაა. კონფერენცია იყო აკრედიტებული და ყველა მონაწილემ მიიღო 15 უპგ ქულა და შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სრულად ნახვა
22.11.2013
II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”

2013 წლის 22 ნოემბერს ქ. თბილისში სასტუმროში “შერატომ მეტეხი პალასი” გაიმართა II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”, რომლის ორგანიზატორები იყვნენ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “ემბრიოტოქსი”, საქართველოს ანდროლოგთა ასოციაცია, საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი.

კონფერენციის თემატიკა საქართველოსთვის და მთლიანად მსოფლიოსათვის მეტად აქტუალურ პრობლემატიკას - რეპროდუქციული მედიცინას მოიცავდა. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა ბევრად უფრო ეფექტიანს გახდის აღნიშნულ პათოლოგიათა მართვას.

კონფერენციაზე წარმოდგენილ ნაშრომებს არა მარტო სამეცნიერო, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნიათ, ამიტომაც კონფერენციის ორგანიზატორთა მიერ ამგვარი ღონსძიებების ჩატარებას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და ეს საშუალებას იძლევა პერიოდულად მოხდეს მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო მიღწევების, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის. კონფერენციას დაესწრო სხვადასხვა სპეციალობის 300-ზე მეტი ექიმი თბილისიდან, საქართველოს რეგიონებიდან და უცხოეთიდან.

კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა მოწვეული სტუმარი  - უკრაინის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, უკრაინის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, პროფ. ლეონიდ მარკინი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი უახლესი ინფორმაციის მიღება სპეციალისტთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი მაღალეფექტური საშუალებაა.

სრულად ნახვა
01.01.2016
პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან მოზარდებში (დამხმარე სახელმძღვანელო)

სახელმძღვანელო განკუთვნილია მეან-გინეკოლოგებისათვის, ოჯახის ექიმებისათვის, რეპროდუქტოლოგებისათვის, ჰემატოლოგებისათვის, ენდოკრინოლოგებისათვის, ასევე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის.

სრულად ნახვა
07.06.2019
რეზიდენტთა კლინიკური კონფერენცია “მედიცინა კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებაში”

2019 წლის 7 ივნისს ივ. ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა რეზიდენტთა კლინიკური კონფერენცია “მედიცინა კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებაში

კონფერენციაზე მეანობა-გინეკოლოგიის სექციაზე (მოდერატორები პროფ. ა. ხომასურიძე და პროფ. ჯ. ქრისტესაშვილი) წარდგენილი იყო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის პირველი წლის რეზიდენტების ორი მოხსენება, შესრულებული რეპროდუქციული მედიცინის ცენტ “უნივერსის” ბაზაზე: 

1. “ანტენატალური მეთვალყურეობა ორსულზე ორსულობის განმეორებითი დანაკარგებით, ტოტალური თირეოიდექტომიით, მიომექტომიითა და თანდაყოლილი თრომბოფილიით” - მომხსენებლები – ეკატერინე გაბაშვილი და ნინო კუპრეიშვილი (ხელმძღვანელი მაია ჯაშიაშვილი, სარეზიდენტო  პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი (რმც “უნივერსი”);

2. “ანტენატალური მეთვალყურეობა ორსულზე დამძიმებული სამეანო ანამნეზით შარდ-კენჭოვანი დაავადების დროს” – მომხსენებლები - ლიკა მედულაშვილი და ანანო ზედგინიძე (ხელმძღვანელი მაია ჯაშიაშვილი, სარეზიდენტო  პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი (რმც “უნივერსი”).

მოხსენებებმა მსმენელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ივ. ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამა მეანობა-გინეკოლოგიაში წარმატებით ხორციელდება უკვე 5 წლის განმავლობაში (პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი). რეზიდენტების პირველმა ნაკადმა 2018 წელს დაასრულა სარეზიდენტო პროგრამა და წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები და კურსდამთავრებულები მუშაობენ როგორც მეან-გინეკოლოგები რეგიონებში. ამჟამად რმც “უნივერსი”-ს ბაზაზე სარეზიდენტო პროგრამას გადის 4 რეზიდენტი. უნდა აღინიშნოს, რომ სარეზიდენტო პროგრამები წარმოადგენს მეტად საპასუხისმგებლო ეტაპს მაღალკვალიფიციური  საექიმო კადრების ჩამოყალიბებაში, შესაბამისად ამ პროგრამების ფარგლებში რეზიდენტთაA კლინიკური კონფერენციების  ჩატარება მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს რეზიდენტთა თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას და პრეზენტაციის და დისკუსიის  უნარის გამომუშავებას.

სრულად ნახვა
02.09.2017
სარეზიდენტო პროგრამები

სარეზიდენტო პროგრამები

სრულად ნახვა
01.09.2017
ტრეინინგები

ტრეინინგები

სრულად ნახვა