reproduqciuli medicinis centri universi
ანდროლოგია ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია გინეკოლოგია გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები დერმატო-ვენეროლოგია ენდოკრინოლოგია ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF) კლიმაქტერული პერიოდის მართვა კრიო-პრეზერვაცია მამოლოგია მეანობა ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა რეპროდუქციული დარღვევები საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია სექსოლოგია სუროგაცია-დონაცია შობადობის რეგულაცია სქესობრივი განვითარების ანომალიები უნაყოფობა უროლოგია გამოკვლევები ოპერაციული გინეკოლოგია შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა

უპირატესობები

  • რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსი” არის უნიკალური სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ყველა სახის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიღება: ორსულობისათვის მომზადება, ორსულობის მეთვალყურეობა და მშობიარობა.
  • ქალსა და მამაკაცს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ ჩაიტარონ  რეპროდუქციული დარღვევების სრულყოფილი, კომპლექსური  თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. სწორედ ასეთ შესაძლებლობებს იძლევა ცენტრში არსებული ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები ორივე სქესის პაციენტებში (ბავშვთა ასაკიდან კლიმაქტერული პერიოდის ჩათვლით) რეპროდუქციული დარღვევების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობისათვის.
  • კლინიკაში არსებული კომფორტული გარემო, მსოფლიო დონის უახლესი აღჭურვილობა, კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები (ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩათვლით), კეთილგანწყობილი, გამოცდილი, მუდმივად  განახლებადი ცოდნის მქონე ავტორიტეტული, მაღალკვალიფიციური კადრები განაპირობებენ სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხს და პაციენტთა კმაყოფილებას და ნდობას;
  • პრაქტიკული საქმიანობის გარდა ცენტრში “უნივერსი” დიდი ყურადღება ექცევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას. ცენტრის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევებში, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მომზადებაში, საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციების, სემინარების მუშაობაში, ასევე უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში. ყოველივე ეს ქმნის იმის გარანტიას, რომ პაციენტებისათვის მიწოდებული მომსახურება შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს და მუდმივად განახლებადია ინოვაციურ ცვლილებებთან მიმართებაში; 
  • ცენტრის საქმიანობის როგორც პრაქტიკულ, ასევე  სამეცნიერო პრიორიტეტს წარმოადგენს უშვილობა და ორსულობის განმეორებითი დანაკარგები. ცენტრს “უნივერსი” ამ მიმართულებით მუშაობის ექსკლუზიური გამოცდილება გააჩნია. ცენტრის მიერ ამ სფეროში ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგები ინტერესს იმსახურებს, არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, რაც ბოლო წლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებზე ცენტრის თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი არაერთი ნაშრომის კონკურსებში გამარჯვებით აღინიშნა;
  • გამომდინარე სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობის პრიორიტეტებიდან, ცენტრში შემუშავებულია ზემოაღნიშნული მდგომარეობების მართვის სპეციალური ალგორითმები და გაიდლაინები, რომლებიც ეფუძნება როგორც მსოფლიო უახლეს მონაცემებს, ასევე საკუთარ მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას და ქვეყნის (მათ შორის ჯანდაცვის სისტემის) სპეციფიკას. მთავარი აქცენტი რეპროდუქციული დარღვევების მართვისას კეთდება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპლექსურ, სრულყოფილ მიდგომაზე, რომლის დროსაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენის საფუძველზე ხდება ყოველი პაციენტის სრულფასოვანი გამოკვლევა, პრობლემების მიზეზების მაქსიმალური სიზუსტით დადგენა და შემდგომ მკურნალობის ინდივიდუალური, ოპტიმალური სქემის შერჩევა საუკეთესო, ეფექტიანი შედეგის მისაღებად.
  • პაციენტთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის რმც “უნივერსში” გარდა რუტინულისა (ჰორმონული, გენეტიკური (PCR), რადიოლოგიური და ა.შ.)  გამოიყენება ისეთი თანამედროვე, მაღალეფექტური მეთოდები როგორიცაა სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაციის ინდექსის განსაზღვრა, ვარიკოცელეს მკურნალობა ენდოვასკულურალური ემბოლიზაციის მეთოდით; ჰისტეროსალპინგოგრაფია დინამიკაში ციფრულ რენტგენზე, იმუნოლოგიური კვლევები და ა.შ.;
  • პაციენტთა მკურნალობის მაღალეფექტურობას მნიშვნელოვანწილად გასაზღვრავს პერსონიფიცირებული, კომპლექსური მიდგომა და მეთოდების ფართო სპექტრი. მაგალითად უნაყოფო წყვილებისათვის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ადეკვატური მეთოდის შერჩევა - საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია, ინ-ვიტრო განაყოფიერება (ICSI, TESA/TESE, ბლასტოცისტების კულტივაცია, სპერმისა და ემბრიონების გაყინვა – კრიოპრეზერვაცია, კრიო ციკლები  და ა.შ.), დონაცია-სუროგაცია.