video რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი" - შესახებ


 რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი" (ყოფილი "ემბრიოტოქსი") დაარსდა 2007 წელს და მოკლე პერიოდში უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრი არის უნიკალური სამედიცინო დაწესებულება, სადაც შეიძლება რეპროდუქციული ჯამრთელობის სფეროში ყველა სახის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიღება დაწყებული ორსულობისთვის მომზადებით, ორსულობის მეთვალყურეობით და დამთავრებული მშობიარობით.


  განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არათუ საქართველოში, არამედ შესაძლოა მსოფლიოშიც, იშვიათად მოიძებნება დაწესებულება, სადაც ქალსა და მამაკაცს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ ჩაიტარონ რეპროდუქციული დარღვევების სრულყოფილი, კომპლექსური თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. სწორედ ასეთ შესაძლებლობებს იძლევა ცენტრში არსებული ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები ორივე სქესის პაციენტებში რეპროდუქციული დარღვევების, როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მკურნალობისთვის.

   
 კლინიკაში არსებული კომფორტული გარემო, უახლესი მსოფლიო დონის აღჭურვილობა, კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, კეთილგანწყობილი, გამოცდილი, მუდმივად განახლებადი ცოდნის მქონე ავტორიტეტული, მაღალკვალიფიციური კადრები განაპირობებენ სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხს და პაციენტთა კმაყოფილებას და ნდობას.







სიახლეები